ფოტო
მძღოლი დისტრიბუტორი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-11 - —
ვაკანსია: მძღოლი-დისტრიბუტორიდასაქმების ტიპი: სრული განაკვეთისამუშაო არეალი: თბილისიანაზღაურება: 1200 ლარი ვაკანსიის შესახებმეღვინეობა ,, SHILDA" ეძებს პასუხისმგებლიან და გამოცდილ მძღოლ-დისტრიბუტორს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ღვინის პროდუქციის დისტრიბუციას, პარტნიორ კლიენტებთან პირდაპირ კომუნიკაციასა და მიწოდების პროცესის გამართულ წარმართვას.ფუნქცია-მოვალეობებიღვინის პროდუქციის კლიენტებზე მიწოდება;სამიზნე ტერიტორიაზე მარშრუტების ეფექტური დაგეგმვა და შესრულება;ტვირთის ჩატვირთვა, გადატანა და გადმოტვირთვა;მიწოდების თანმხლები დოკუმენტების (ზედნადები, ინვოისი) მართვა;კლიენტებთან კორექტული და პროფესიული კომუნიკაციის წარმოება;ავტომობილის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნება და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;საწყობთან კოორდინაცია — პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა;ყოველდღიური ანგარიშგება გაყიდვების გუნდთან.საკვალიფიკაციო მოთხოვნებიB და/ან C კატეგორიის მართვის მოწმობა;მძღოლის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სატვირთო ავტომობილით);გზების ცოდნა;ფიზიკური გამართულობა (ტვირთის ატანა-ჩამოტანა);პასუხისმგებლიანობა, პუნქტუალურობა და სანდოობა.ჩვენ გთავაზობთკომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.ბენეფიტებიჯანმრთელობის დაზღვევა;საწვავი და სამსახურებრივი ავტომობილი; 
ბრენდ - ამბასადორი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანსია:  ბრენდ - ამბასადორიდასაქმების ტიპი: სრული განაკვეთისამუშაო ადგილი: თბილისიანაზღაურება: 2500 ლმეღვინეობა SHILDA ეძებს პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ბრენდის ცნობადობის, პოზიტიური იმიჯისა და ლოიალობის ზრდას. წარმოადგენს კომპანიას საზოგადოების წინაშე, მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებებში, აწარმოებს კომუნიკაციას მომხმარებელთან და ქმნის ბრენდისადმი ნდობას.ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებიბრენდის სათანადო წარდგენა სხვადასხვა ღონისძიებებზე, სამიზნე აუდიტორიაზე, შეხვედრებსა და პიარ აქტივობებში.ბრენდის სწორად პოზიციონოირებაზე კომუნიკაცია, სტანდარტების დაცვა  ყველა საკომუნიკაციო და გაყიდვების არხში.დეგუსტაციების ,პრეზენტაციების ჩატარება პარტიორებთან, გაყიდვების გუნდთან.პარტნიორებთან უკუკავშირის შეგროვება და გაყიდვებთან გაზიარება.ჩატარებული აქტივობების ანალიზი და შეფასება.რეკომენდაციების გაცემა ასორტიმენტში ცვლილებებზე.ახალი სახეობების და ცვლილებების დროს პრეზენტაციის ჩატარება მომხმარებლებთან და გაყიდვების გუნდათან.სოციალური მედიის საშუალებით ბრენდის პოპულარიზება (ფოტო/ვიდეო კონტენტი, რეკომენდაციები, მიმოხილვები).ბრენდის სასურველი იმიჯის შენარჩუნება და გაუმჯობესება როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ.პარტნიორებთან, მომხმარებლებთან და საზოგადოებასთან პოზიტიური ურთიერთობების შექმნა.მნიშვნელოვანი აქტივობების, კამპანიისა და სერვისების რეკომენდაცია და პოპულარიზაცია.ბაზრის ტენდენციების, მომხმარებელთა განწყობებისა და კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაკომპანიის ღირებულებების და სტანდარტების დაცვა ყველა აქტივობაში.საკვალიფიკაციო მოთხოვნებიუმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით;დამატებითი კვალიფიკაცია მარკეტინგისა და ბრენდის მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო გამოცდილება:მინიმუმ 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის, ბრენდის წარმომადგენლობის, გაყიდვების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;ბრენდის პოპულარიზაციისა და სარეკლამო აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება;ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სხვადასხვა სარეკლამო აქტივობის ორგანიზებაში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.პროფესიული ცოდნა და უნარები:ბრენდის პოზიციონირებისა და ბრენდინგის ძირითადი პრინციპების ცოდნა;ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარი;სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო არხების ცოდნა;მომხმარებელთან ურთიერთობისა და აუდიტორიის დაინტერესების უნარი;მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარიპიროვნული კომპეტენციები:მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროაქტიულობა;კომუნიკაბელურობა და პოზიტიური განწყობა;თავდაჯერებულობა და პრეზენტაბელურობა;კრეატიულობა და ინიციატივიანობა;მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;ბრენდის ღირებულებებისა და კორპორაციული იმიჯის წარმოჩენის უნარი.ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;საოფისე პროგრამებისა და სოციალური მედიის პლატფორმების ცოდნა.კომპანიაში გელოდებათსტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;მეგობრული და პროფესიონალური გუნდი;ჯანმრთელობის დაზღვევა;პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
მარკეტინგის მენეჯერი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვაკანსია: მარკეტინგის მენეჯერიდასაქმების ტიპი: სრული განაკვეთისამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება)ანაზღაურება: შეთანხმებითვაკანსიის შესახებღვინის საწარმო ეძებს შემოქმედებით და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის სპეციალისტს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ბრენდის განვითარებას, ციფრული და ტრადიციული მარკეტინგის ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე, ღვინის ბაზარზე პროდუქციის წარდგენასა და პოპულარიზაციას.ფუნქცია-მოვალეობები:მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn) — კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და გამოქვეყნება;ციფრული სარეკლამო კამპანიების (Google Ads, Meta Ads) დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;ბრენდის ვიზუალური იდენტობის შენარჩუნება და განვითარება;ღვინის ბაზრობებსა და ღონისძიებებზე კომპანიის წარდგენა;პრეს-მასალების, ბლოგ-პოსტების, სარეკლამო ტექსტების და პრეზენტაციების მომზადება;ტრენდული ვიდეო კონტენტის (Reels/TikTok) დაგეგმვა, სცენარის მომზადება და შესრულების კონტროლი;ბაზრის ანალიზი, კონკურენტების მონიტორინგი და ტენდენციების თვალყურის დევნება;გაყიდვების გუნდთან კოორდინაცია ერთიანი სამარკეტინგო მიდგომის უზრუნველსაყოფად.საკვალიფიკაციო მოთხოვნებიბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროში;მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;სარეკლამო კაბინეტებთან (Ads Manager) მუშაობის სიღრმისეული გამოცდილება და რეპორტინგის წარმოების ცოდნა;ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Google Analytics, Meta Business Suite, SEO) ცოდნა;სასურველია: ღვინის ინდუსტრიის ან ს FMCG სექტორის გამოცდილება;ასევე სასურველია Adobe Creative Suite, Canva ან მსგავსი გრაფიკული პროგრამების ცოდნა;MS Office-ის კარგი ცოდნა;ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ენის კარგი ცოდნა.პიროვნული უნარ-ჩვევებიშემოქმედებითი აზროვნება;კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვა;სწრაფ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;ანალიტიკური უნარები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.ბენეფიტები:ჯანმრთელობის დაზღვევა;ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.