ვაკანსია: მარკეტინგის მენეჯერი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 10:00-18:30 (დღეში 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვაკანსიის შესახებ
ღვინის საწარმო ეძებს შემოქმედებით და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის სპეციალისტს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ბრენდის განვითარებას, ციფრული და ტრადიციული მარკეტინგის ინსტრუმენტების გამოყენებას, ასევე, ღვინის ბაზარზე პროდუქციის წარდგენასა და პოპულარიზაციას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn) — კონტენტის დაგეგმვა, შექმნა და გამოქვეყნება;
- ციფრული სარეკლამო კამპანიების (Google Ads, Meta Ads) დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
- ბრენდის ვიზუალური იდენტობის შენარჩუნება და განვითარება;
- ღვინის ბაზრობებსა და ღონისძიებებზე კომპანიის წარდგენა;
- პრეს-მასალების, ბლოგ-პოსტების, სარეკლამო ტექსტების და პრეზენტაციების მომზადება;
- ტრენდული ვიდეო კონტენტის (Reels/TikTok) დაგეგმვა, სცენარის მომზადება და შესრულების კონტროლი;
- ბაზრის ანალიზი, კონკურენტების მონიტორინგი და ტენდენციების თვალყურის დევნება;
- გაყიდვების გუნდთან კოორდინაცია ერთიანი სამარკეტინგო მიდგომის უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროში;
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
- სოციალური მედიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- სარეკლამო კაბინეტებთან (Ads Manager) მუშაობის სიღრმისეული გამოცდილება და რეპორტინგის წარმოების ცოდნა;
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (Google Analytics, Meta Business Suite, SEO) ცოდნა;
- სასურველია: ღვინის ინდუსტრიის ან ს FMCG სექტორის გამოცდილება;
- ასევე სასურველია Adobe Creative Suite, Canva ან მსგავსი გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
- MS Office-ის კარგი ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- შემოქმედებითი აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტური მართვა;
- სწრაფ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
- ანალიტიკური უნარები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება.
კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.