ვაკანსია: მძღოლი-დისტრიბუტორი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო არეალი: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ვაკანსიის შესახებ
მეღვინეობა ,, SHILDA" ეძებს პასუხისმგებლიან და გამოცდილ მძღოლ-დისტრიბუტორს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ღვინის პროდუქციის დისტრიბუციას, პარტნიორ კლიენტებთან პირდაპირ კომუნიკაციასა და მიწოდების პროცესის გამართულ წარმართვას.
ფუნქცია-მოვალეობები
- ღვინის პროდუქციის კლიენტებზე მიწოდება;
- სამიზნე ტერიტორიაზე მარშრუტების ეფექტური დაგეგმვა და შესრულება;
- ტვირთის ჩატვირთვა, გადატანა და გადმოტვირთვა;
- მიწოდების თანმხლები დოკუმენტების (ზედნადები, ინვოისი) მართვა;
- კლიენტებთან კორექტული და პროფესიული კომუნიკაციის წარმოება;
- ავტომობილის სათანადო მდგომარეობის შენარჩუნება და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
- საწყობთან კოორდინაცია — პროდუქციის მიღება-ჩაბარების პროცესის მართვა;
- ყოველდღიური ანგარიშგება გაყიდვების გუნდთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- B და/ან C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- მძღოლის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სატვირთო ავტომობილით);
- გზების ცოდნა;
- ფიზიკური გამართულობა (ტვირთის ატანა-ჩამოტანა);
- პასუხისმგებლიანობა, პუნქტუალურობა და სანდოობა.
ჩვენ გთავაზობთ
კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საწვავი და სამსახურებრივი ავტომობილი;